მოემზადეთ WoT Blitz Reforged-ის განახლებისთვის!
შეუერთდით ამ უფასო ქსელური სატანკო შუტერის მილიონობით ფანს და ისიამოვნეთ 7v7 შთამბეჭდავი სატანკო ბრძოლებით თქვენი მობილური მოწყობილობით!
•	ახალი Unreal Engine™ 5: უფრო მიმზიდველი ვიზუალი, გაუმჯობესებული ფიზიკა და სრულიად ახალი პლატფორმა სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი საოცარი ფუნქციის დასამატებლად!
•	600-ზე მეტი ტანკი: დაწყებული ეპოქალური, ისტორიული სიზუსტით შექმნილი ვეტერანებით და დამთავრებული უნიკალური sci-fi პროტოტიპებით ან სულაც ფენტეზის სტილის მონსტრებით. შეაგროვეთ ყველა მათგანი!
•	ბრძოლის ველზე დომინირების სრულიად ახალი გზა: თითოეული ტანკი გთავაზობთ საცეცხლე ძალის, სიჩქარის და ჯავშნის უნიკალურ კომბინაციას. გაანადგურეთ მოწინააღმდეგეები უზარმაზარი ქვემეხით ან ზუსტი სროლების სერიით. აისხლიტეთ მოხვედრილი ჭურვები სქელი ჯავშნით ან მარტივად დაუსხლტით მათ სწრაფად მოძრაობის წყალობით!
•	გააძლიერეთ თქვენი ლითონის მონსტრები: აღჭურვეთ ისინი მძლავრი განახლებებით და ბუსტერებით თქვენს ბაზაზე. დაამახსოვრეთ მტერს თქვენი თავი ბრწყინვალე სკინების, ავატარების და სხვა პერსონალიზებული მახასიათებლების მეშვეობით!
•	თქვენ ბევრ წარმატებას მიაღწევთ: მოიპოვეთ გამარჯვება სხვადასხვა ტიპის რუკებზე—დაწყებული მზით გადამწვარი უდაბნოთი და დამთავრებული მთვარის რელიეფით. ისიამოვნეთ სახალისო სათამაშო რეჟიმებით და sci-fi და მისტიკური უნარებით, როგორიცაა დაბალი გრავიტაციის ან გაცოცხლების რეჟიმები.
•	ბრძოლების რეიტინგი: გაიუმჯობესეთ უნარები, ადით სარეიტინგო კიბეზე და მოიპოვეთ დამსახურებული ადგილი საუკეთესოთა შორის (მიიღებთ ჯილდოებს!).
•	ითამაშეთ მეგობრებთან ერთად: ჩამოაყალიბეთ თქვენი ოცეული, შეუერთდით კლანს, ჩაერთეთ ბრძოლაში თქვენს გუნდთან ერთად და იბრძოლეთ გამარჯვებისთვის, რეიტინგისთვის და პრიზებისთვის!